ITCS-ის ინფორმაციული უსაფრთხოების შეფასების სერვისები ემსახურება სისუსტეების გამოვლენას, რისკების შეფასებას და უსაფრთხოების ზომების მიღებას თქვენი ღირებული მონაცემების დასაცავად.
რა არის ITCS-ის უპირატესობა?
• სერტიფიცირებული გუნდი: ITCS-ის გუნდს მინიჭებული აქვს CISA (Certified Information Systems Auditor) სერტიფიკატი. ეს ISACA-ს მიერ მონიჭებული სერტიფიკატი გულისხმობს ინფორმაციული უსაფრთხოების და აუდიტის უმაღლეს სტანდარტებს. ITCS ასევე ფლობს ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სერთიფიკატს, რომელიც ანიჭებს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით აუდიტის ჩატარების უფლებას როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურებში.
• კომპლექსური შეფასებები: ჩვენ ვატარებთ თქვენი IT ინფრასტრუქტურის სრულყოფილ შეფასებებს, გამოვავლენთ პოტენციურ საფრთხეებს და სისუსტეებს.
• მორგებული გადაწყვეტილებები: თქვენს ბიზნესზე ინდივიდუალურად მორგებული უსაფრთხოების სტრატეგიები.
• პრაქტიკული მიდგომა: რისკების იდენტიფიცირებასთან ერთად, ITCS გასცემს ამ რისკების შესამცირებელ და უსაფრთხოების გასაძლიერებელ რეკომენდაციებს.
ზუსტად რას მოიცავს ეს სერვისი?
• რისკების შეფასება: პოტენციური საფრთხეების და სისუსტეების დეტალური ანალიზი.
• შესაბამისობის აუდიტები: თქვენი ორგანიზაციის ინდუსტრიის სტანდარტებთან და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
• უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარება: კომპლექსური უსაფრთხოების პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნა.
• ტრენინგი და ცნობიერების ამაღლება: თქვენი გუნდის განათლება ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკებზე.
ისარგებლე უფასო კონსულტაციით ITCS-სთან და გაიგე, როგორ გააუმჯობესო შენი ბიზნესის IT მიმართულება.
Starlink კორპორატიულ რეალობაში
თანამედროვე, სწრაფი ტემპით განვითარებად სამყაროში ...
IT ინდუსტრია მუდამ ინოვაციების სათავეშია, ხელოვნუ ...