IT სერვის დესკი

IT სერვის დესკის გუნდი უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის ტექნიკური ინციდენტებისა და მოთხოვნების მოგვარებას წინასწარ შეთანხმებული ვადების დაცვით და მაქსიმალურად ბიუჯეტური მიდგომით. 

ITCS იყენებს ITIL-ის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ბილეთურ სისტემას. ეს სისტემა თითოეულ ინციდენტს ანიჭებს პრიორიტეტს და წინასწარ განსაზღვრულ მოგვარების ვადებს. პირველ რიგში, ITCS გუნდი აგვარებს კრიტიკულ ინციდენტებს, დამკვეთის ბიზნესის შეუფერხებელი მუშაობისთვის. ყოველი ბილეთის ციკლი ზედა დონის მენეჯმენტის მიერ კონტროლდება და მომხმარებლებს ყოველთვის აქვთ ინფორმაცია ინციდენტის სტატუსის შესახებ. 

უფრო მეტი მოქნილობისთვის, დამკვეთს ეძლევა წვდომა ჩვენს ბილეთურ სისტემაზე და შეუძლია ინციდენტების მართვა, რეაგირებისა და მოგვარების სტატუსის მონიტორინგი. შესაძლებელია პერიოდული რეპორტების მიღებაც, სადაც ასახული იქნება დახურული და მიმდინარე ბილეთების სტატისტიკა. 

IT სერვის დესკი ფარავს კომპიუტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების გამართვას, ვირუსებისა და სხვა ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას, ასევე ინტერნეტ ხარვეზების მოგვარებას. ITCS მოქმედებს დისტანციურად, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური გუნდი ადგილზე მოვა პრობლემის მოსაგვარებლად. 

ისარგებლე უფასო კონსულტაციით ITCS-სთან და გაიგე, როგორ გააუმჯობესო შენი ბიზნესის IT მიმართულება.

აიყვანე ბიზნესი ახალ საფეხურზე მიიღე უფასო კონსულტაცია

ბლოგი

Scroll