თუ გსურთ IT სერვისების ნაწილი დატოვოთ კომპანიის შიგნით, ხოლო ის მომსახურებები, რომლებიც დამატებით კვალიფიკაციასა და დროს მოითხოვს, აუთსორსზე გაიტანოთ, ITCS-ის შერჩევითი IT აუთსორი ამ მიზანზე მორგებული გამოსავალია.
რატომ უნდა აირჩიოთ შერჩევითი IT აუთსორსი? – ამ სერვისით თქვენ გაზრდით ბიზნესის IT მიმართულების არსებულ რესურსს. გუნდს შემატებთ სწორედ იმ კვალიფიკაციას, რომელიც აკლია და ამას მოახერხებთ ბიუჯეტურად.
თუმცა, IT სერვისების მთლიანად თუ ნაწილობრივ აუთსორსზე გადაცემა მარტივი გადასაწყვეტი არაა. ეფექტიანი გადაწყვეტილებისთვის საჭიროა ჩამოყალიბებული აუთსორს სტრატეგია. თუ უკვე გაქვთ სტრატეგია და იცით, რომელ სფეროებში გჭირდებათ დახმარება, დაგვიკავშირდით.
თუ სტრატეგიის განსაზღვრისთვის საჭირო რესურსი არ გაქვთ, ITCS კონსულტაციების საშუალებით შექმნის თქვენს ბიზნესზე მორგებულ აუთსორს სტრატეგიას. ჩვენი შერჩევითი IT აუთსორს მომსახურება ფარავს როგორც სტრატეგიის შემუშავებას, ასევე საჭირო სერვისების მიწოდებას.
რას გთავაზობთ?
• მხოლოდ IT სერვის დესკი
• მხოლოდ IT სერვის მენეჯმენტი
• მხოლოდ IT ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი
• მხოლოდ IT პროექტ მენეჯმენტი
შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სერვისი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს მოერგება.
ისარგებლე უფასო კონსულტაციით ITCS-სთან და გაიგე, როგორ გააუმჯობესო შენი ბიზნესის IT მიმართულება.
თანამედროვე, სწრაფი ტემპით განვითარებად სამყაროში ...
დისტანციური მუშაობა თანამედროვე რეალობაში გავრცელ ...
IT ინდუსტრია მუდამ ინოვაციების სათავეშია, ხელოვნუ ...