ITCS-ის გუნდმა Subway საქართველოს საპილოტე პროექტში - ციფრული მანიშნებლების (digital signage) - სისტემის გამართვაში მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო კომპანიამ, რომლის პასუხისმგებლობაცაა მსოფლიოს ყველა Subway-ის რესტორანში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ITCS-ს დაუკვეთა ციფრული მანიშნებლების სისტემის გამართვა.
ციფრული მანიშნებლების საშუალებით Subway თავის მომხმარებელს სასურველ კონტენტს აწვდის ციფრული ვერსიით და ამ კონტენტს მართავს დისტანციურად.
რადგან დამკვეთის სათაო ოფისი იყო არა საქართველოში, არამედ ლონდონში, შესაბამისად, პროექტიც ლონდონიდან იმართებოდა. დისტანციური თანამშრომლობის დროს კი მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის დროულად და მაქსიმალური სიზუსტით გადაცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ITCS ამაყობს, რომ დამკვეთის მხრიდან პროექტმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა არა მხოლოდ პროექტის მოთხოვნების ზუსტ შესრულებაში, არამედ გამართულ და ეფექტიან კომუნიკაციაშიც.
2017 წელს მსოფლიო სატრანსპორტო გიგანტი Maersk ურთ ...
IT უსაფრთხოება კომპანიებისთვის სულ უფრო მნიშვნელო ...